ციფრული სკოლა

        XXI საუკუნის თანამედროვე ცხოვრება ცხოვრების სწრაფ ტემპს მოითხოვს - ყველა ასპექტში სისწრაფეს, ინფორმაციის სწრაფ მოძიებას, სწრაფ მიღებას, სწრაფად ახლის შექმნას, სწრაფ გაზიარებას, გავრცელებას, რასაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ციფრული განათლება.
ციფრული განათლება ხელს უწყობს:

  • სკოლის განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას;
  • ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა სფეროში სწრაფ და უწყვეტ კავშირს;
  • სასწავლო პროცესი უფრო მდიდარია, მრავალფეროვანი, სახალისო დომინურია;
  • ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას;
  • მოსწავლე და მასწავლებელი უშუალოდ ჩართულნი არიან აქტივობებში და ხდება თემის მოდიფიცირება და ახლის შექმნა;
  • ავითარებს ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შეფასების, კომუნიკაციის უნარს;
  • არ არსებობს პასიური მოსწავლე;
  • სხვადასხვა მრავალფეროვანი რესურსი ხელმისაწვდომია;
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში მოსწავლეს უმაღლებს მოტივაციას, უღვიძებს ახალ იმპულსებს, აღმოაჩენს ახალ შესაძლებლობებს.
  • პედაგოგები თანამშრომლობენ, ინფორმაციას, აქტივობებს, პრაქტიკას სწრაფად აზიარებენ;
  • ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სკოლებს შორის კავშირის დამყარება ადვილია და სწრაფი, რაც ახალ, როგორც დამოკიდებულებებს, ასევე მნიშვნელოვან აქტივობებს, იდეებს წარმოქმნის;
  • ზრდის სასწავლო პროცესის ხარისხსს;
  • მასწავლებლისთვის პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა.
      წარმოუდგენელია პროგრესი ციფრული განათლების გარეშე, რომელიც იმაზე სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ელექტრო ენერგია...


4 comments:

  1. საინტერესოა, წარმატებები, გავეცნობი ყველა სიახლეს თქვენი ბლოგიდან.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა,ჩვენც ვეცდებით ყველა ინოვაცია დავდოთ ჩვენს ბლოგზე...

      Delete
  2. ინოვაციურ განვითარებაში გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete

მომავლის განათლება ჩვენს სკოლაში

რას ნიშნავს ციფრული სკოლა? „ციფრული სკოლა – საქართველო“-  თავისი საქმიანობა  2018 წლის სექტემბერიდან დაიწყო, ესტონეთის საგარეო საქმეთა ...