სკოლის ციფრული განვითარების თვითშეფასებისთვის სკოლის დირექტორი დარეგისტრირდა dgmirror - ზე (რეგისტაცია გაიარა როგორც დირექტორმა და როგორც ადმინისტრატორმა), სადაც სკოლის დირექტორმა ინდივიდუალურად შეაფასა ჩვენი სკოლის ციფრული ინოვაციები 15 ინდიკატორის მიხედვით - პედაგოგიურ ინოვაციებში, ცვლილებების მენეჯმენტსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში. ინდივიდუალური შეფასების შემდგომ დირექტორმა, უკვე როგორც ადმინისტრატორმა მოიწვია ,,ციფრული სკოლის'' გუნდის ერთ-ერთი წევრი, მოწვეულმა წევრმა გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად განიხილა 15 ინდიკატორი, შეაფასეს ციფრული განვითარების დონე ჩვენს სკოლაში.
ჯგუფის შეფასება და ინდივიდუალური შეფასება შეაჯამეს გუნდის წევრებმა, გაუკეთდა ანალიზი, იმსჯელეს თუ განვითარების რომელ დონეზეა ჩვენი სკოლა პედაგოგიურ ინოვაციებში, ცვლილებების მენეჯმენტსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში.
dgmirror-ის დასასრულს pdf ფორმატში ჩამოიტვირთა ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასების მონაცემები. ასევე პროგრამამ დიაგრამაზე ასახა ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასება.
გამოიკვეთა ის, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ,
ეს არის: ციფრული სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება, ციფრული კომპეტენციების განვითარება, მასწავლებლისა და მოსწავლის როლის გაზრდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და შესაბამისად, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება
No comments:
Post a Comment