,,მოყევი ციფრულად''- განვითარების სტრატეგია

,,ციფრული სკოლის'' პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა პრობლემა - მოსწავლეთა უმრავლესობას სწავლის მიმართ გააჩნია დაბალი მოტივაცია, მათთვის უინტერესო და მოსაწყენია სტანდარტული  და ერთფეროვანი გაკვეთილი... :(. ჩვენ მიზნად დავისახეთ ციფრული ტექნოლოგიების მრავალფეროვნება შეგვეტანა საგაკვეთილო პროცესში, როგორიცაა ციფრული თხრობა, ანიმაცია, ელექტრონული წიგნის შექმნა და სხვა. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან თანამშრომლობით შექმნან სასწავლო რესურსი, რაც დაგვეხმარება პრობლემის აღმოფხვრაში, ასევე მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების ამაღლებაში.
ჩვნ აქტიურად დავიწყეთ აქტივობები მიზნის მისაღწევად :)

  • შეიქმნა სამიზნე ჯგუფები- მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები;
  • ჩატარდა კვლევა -ფოკუსჯგუფი, დაკვირვება, ინტერვიუ...
  • გამოიკვეთა მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია, სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მოთხოვნა და აუცილებლობა.
  • დაიგეგმა სასწავლო აქტივობები ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით: Kahoot, trello, Glogster, Plicker, edshelf, padlet, edmodo, pressbook...
  •  დაინერგა ციფრული თხრობა, როგორც შემაჯამებელი დავალების ფორმა...:)


შედეგი თვალსაჩინო იყო:
ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, დასწრება იყო სრული, მოსწავლისთვის საგაკვეთილო პროცესი იყო საინტეესო, სახალისო, ყველა მოსწავლე იყო ჩათული საგაკვეთილო პროცესში, იყო მოსწავლეს და მასწავლებელს შორის თანამშრომლობა, ხალისით და ინტერესით შექმნეს ციფრული რესურსი, გამოავლინეს კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები.
































No comments:

Post a Comment

მომავლის განათლება ჩვენს სკოლაში

რას ნიშნავს ციფრული სკოლა? „ციფრული სკოლა – საქართველო“-  თავისი საქმიანობა  2018 წლის სექტემბერიდან დაიწყო, ესტონეთის საგარეო საქმეთა ...