განათლების
სისტემა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია
ცვლილებები და ეს ცვლილებები ეხება სისტემის ყველა საფეხურს. მნიშვნელოვანი გამოწვევაა
ჩვენი, პედაგოგების მზაობა ცვლილებებისადმი.
ჯგუფის მიერ
ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა ჩვენი სკოლის პრობლემები. კვლევის ანალიზმა გვიჩვენა,
რომ სასწავლო პროცესისადმი მოსწავლეთა მოტივაცია დაბალია. პრობლემას სხვადასხვა მიზეზი
აქვს. მათ შორის ერთ-ერთი არის საგაკვეთილო პროცესი, რომელიც არ შეესაბამება მათ ინტერესებსა
და შესაძლებლობებს.
გადავწყვიტეთ
კითხვებით მიგვემართა პედაგოგთა ჯგუფისთვის და მოსწავლეებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს
საინტერესო გაკვეთილი, რომელ აქტივობებში ერთვებიან უფრო აქტიურად და რა აამაღლებს
მათ მოტივაციას. ჩვენი რესპოდენტები არიან დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და მეოთხე
კლასის მოსწავლეები.
(კვლევა/ინტერვიუ )
მასწავლებლები
- 1. როგორია
სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და რა ახდენს მათზე გავლენას?
- 2. როგორ აქტივობებში ერთვებიან მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით?
- 3. იყენებთ თუ არა ინფორაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში?/რამდენად აქტიურად?
- 4. ფლობენ მოსწავლეები ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს?
- 5. თავად სად შეიძინეთ ეს უნარ-ჩვევები? მოსწავლეები სად ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების მართვის უნარ-ჩვევებს?
- 6. რა რესურსი/ციფრული რესურსი შეგიქმნიათ/გამოგიყენებიათ და როგორი ეფექტი მოუხდენია მას?
- 7. როგორ ხედავთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივებს ჩვენი სკოლის ცხოვრებაში?
- 8. როგორ აისახება ციფრული ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა სასწავლო პროცესში, წაადგება თუ არა ეფექტურ სასწავლო პროცესს?
- 9. რა არის ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა: სკოლის ადმინისტრაციის, სახელმწიფოს მხარდაჭერა, ტექნიკური ბაზის განახლება, პედაგოგების არასაკმარისი კომპეტენცია და მისი დაძლევის გზები?...
მაკა აკობია
21- ე საუკუნე ციფრული
ტექნოლოგიების ერაა. ტექნიკა
სულ უფრო წინ მიდის და ეს შეუქცევადი პროცესია. მოსწავლეები ტექნოლოგიების სივრცეში
თავს კომფორტულად გრძნობენ და ხალისით, სიამოვნებით მუშაობენ.
ციფრულ ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები
შევიძინე საკუთარი ძალისხმევით. ადრე ვმუშაობდი კერძო სკოლაში, სადაც ხელმისაწვდომი
იყო მუდმივი Wi-Fi , სმარტ
დაფები. საჭიროება შეიქმნა ამ მიმართულებით მემუშავა საკუთარ თავზე.
მე ჩემი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო
ტექნოლოგიები. ტექნოლოგიები განსაკუთრბით ეფექტურია გაკვეთილების ჩატარებისას, რადგან
დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას. ხშირად მოსწავლეებს ვაძლებ ისეთ
დავალებებს , როცა მათ სჭირდებათ კომპიუტერის გამოყენება. მაგ: ტესტების შევსება, ინფორმაციის
მოძიება, პრეზენტაციების შედგენა , ელექტრონული თამაშები კი მეხმარება , რომ მოსწავლეებმა
ხალისით აითვისონ შესასწავლი მასალა.დაწყებით კლასებში
მათემატიკის საკითხების
სწავლებისას დიდი
მნიშვნელობა აქვს თამაშების
გამოყენებას. ხშრად მათემატიკაში თემის შაჯამების მიზნით ვატარებ მათემატიკურ ვიქტორინას ელექტრონული რესურსის გამოყენებით, რაც სახალისოს
ხდის სასწავლო პროცესს და მოსწავლეებიც ხალისით და დიდი მონდომებით მუშაოებენ გუნდურად.
ტექნოლოგიებს ვიყენებ
გრეთვე მშობლებთან კომუნიკაციის მიზნით . ამ
მიზნით შევქმენი ჯგუფი , სადაც მშობლები არიან გაწევრიანებული. ეს საშუალებას მაძლევს
მშობლებთან რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში.
ვისურვებდი , რომ მოსწავლეებს სკოლაში, კლასშივე ჰქონდეთ წვდომა საჭირო ციფრულ ინსტრუმენტებზე .
ემა ფიფია
მოსწავლეებს არ მოსწონთ
ერთფეროვანი, ლექციის ტიპის გაკვეთილი, რომლის
წარმმართველი მასწავლებელია. მათ აქტიური, ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებულ გაკვეთილები
მოსწონთ. განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებენ, იმ აქტივობებისადმი, რომლებშიც თავად
ქმნიან, აღმოაჩენენ,...
გაკვეთილზე ვიყენებ ბუკს, ვქმნი
ციფრულ რესურსს, რომელსაც ვუგზავნი საკლასო ოთახში, ვიღებ მათგან უკუკავშირს.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
გაცილებით ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს. მოსწავლეები დიდი ინტერესით ეკიდებიან ელექტრონულ
სავარჯიშოებს, ტესტებს, პრეზენტაციებს. აუცილებელია ამ მიმართულებით ჩვენი, პედაგოგების
კომპეტენცია მოდიოდეს შესაბამისობაში საჭიროებებთან.
ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო
დიდ ფუნქციას იძენს, მნიშვნელოვანია სკოლა არ ჩამორჩეს დროს და ფეხი აუწყოს ცვლილებებს.
კარგი იქნება თუ ინტერნეტი და მასთან დაკავშირებული სიკეთეები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი
საჭიროების დროს.
ლელა ლემონჯავა
ყველა ღონისძიება, რაც სწავლებისადმი
მოსწავლეების ინტერესს გაააქტიურებს სკოლაში, აუცილებლად უნდა განხორციელდეს, დაინერგოს
და განვითარდეს. ამ მხრივ უპირველესია ციფრული ტექნოლოგიები.
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ
გაკვეთილები ციფრული რესურსით, თუმცა შესაძლებელია გაცილებით მეტის გაკეთება. მინდა
უკეთ ვფლობდე ტექნოლოგიებს, რათა უფრო მრავალფეროვან აქტივობებში ჩავრთო მოსწავლეები.
შევქმნათ ანიმაციები ზღაპრებზე, ვნახოთ ვირტუალური ლაბორატორიები და სხვა.
ციფრული წიგნიერება მნიშვნელოვანია
იმისთვის,რომ დავამყაროთ კავშირები კოლეგებთან, გავუზიაროთ ერთმანთს გამოცდილება, მოსაზრებები.
თეა ყურაშვილი
მუსიკის გაკვეთილი წარმოუდგენელია
აუდიორესურსის გამოყენების გარეშე. ვიყენებთ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებას მოსასმენად.
მოსწავლეები ხალისით ერთვებიან მსგავს აქტივობებში. თუმცა არსებობს მეტი შესაძლებლობები.
მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ ციფრული ტექნოლოგიები და მეტნაკლებად ფლობენ მისი გამოყენების
უნარებს. კარგი იქნება, თუ ჩვენც შევიძენთ სათანადო უნარებს და მოსწავლეებთან ერთად
შევქმნით ციფრულ რესურსს. შევქმნით ციფრული რესურსების კრებულს მომავალი კლასებისთვის.
IV კლასის მოსწავლეები
1.
დღეს საინტერესო გაკვეთილები
ჩაგიტარდათ?
ნინო: ზოგი გაკვეთილი საინტერესო
იყო,ზოგი არა. ქართულში შევქმენით პლაკატი,
ჯგუფში ვიმუშავეთ და საინტერესო იყო.
ნიკა: ერთ გაკვეთილზე, სულ
მასწავლებელი საუბრობდა და მხოლოდ ოთხ ბავშვს
ეკითხებოდა, ეს ძალიან ცუდი იყო. მეორე გაკვეთილზე ყველას გვქონდა სამუშაო,
ბარათებზე უნდა გვემუშავა. მერე ვუყურეთ ბუკში ვიდეოს, როგორ დაიწყეს მეგობრებმა უბრალო
რამეზე კამათი და ბოლოს როგორ შერიგდნენ.
ანდრია: დღეს სპორტი გვქონდა
და ძალიან ვიხალისე. მიყვარს ბუნება და
2. როგორი უნდა იყოს
საინტერესო გაკვეთილი?
ირაკლი: ძალიან მიყვარს ბუნება
და მათემატიკა. მომწონს როცა მასწავლებელი
გვაჩვენებს ვიდეოებს- როგორ აღმოცენდება და იზრდება მცენარე, როგორ წარმოიქმნებიან
ცოცხალი არსებები. მინდა ყველა საგანში ასეთ ვიდეოებს ვუყურებდეთ. ჩვენც შევქმნათ მსგავსები.
დავრეგისტრირდი ხანის აკადემიაში, მათემატიკაში ვვარჯიშობ და მარტო წიგნის მაგალითებს
არ ვაკეთებ. ეს ძალიან მომწონს.
ანანო: მომწონს ისეთი გაკვეთილები,
რომელშიც მასწავლებელი და ჩვენ ერთად მოვიფიქრებთ ამბებს, მერე როლებს ვანაწილებთ,
ვდგამთ სპექტაკლს და ვიღებთ. როცა ვუყურებთ გადაღებულს, ბევრს ვხალისობთ.
ქრისტი: საინტერესოა ის გაკვეთილები,
რომელშიც ბევრს ვფანტაზიორობთ. ზოგჯერ ვაკეთებთ კომიქსებს და ვიფიქრებთ სასაცილო ისტორიებს.
2.საშუალება რომ გქონდეთ, როგორ
შეცვლიდი გაკვეთილებს?
ელენე: პირველ რიგში, საშინაო დავალებებს არ მივცემდი ბავშვებს. კლასში
შევისწავლიდით ყველაფერს, ბევრს დავხატავთ. ძალიან მიყვარს ლექსები და ზოგჯერ ვთხზავთ,
ამას უფრო ხშირად გავაკეთებდით., მოვიფიქრებთ ახალ ამბებს და ვნახავთ ფილმებს.
ანდრია: მე ძალიან მიყვარს კომპიუტერი
და მინდა გაკვეთილზეც მქონდეს საშუალება ვითამაშო, კოსმოსი დავათვალიერო, ბევრი ცხოველისა
და ფრინველის შესახებ ვიცოდე და სხვებსაც მოვუყვე.
No comments:
Post a Comment