,,ციფრული სკოლის’’ ტრენინგის ფარგლებში გავიარეთ კიდევ
ერთი საინტერესო პროგრამა kahoot,
სადაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი
ტესტები, ქვიზები. Kahoot -ის
გამოყენება კლასში ძალიან სახალისო და კარგი
ინტერნეტრესურსია, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სწავლის პროცესში და მოტივაციაც მაღალია.
ეს ერთგვარი სწავლებაა თამაშით, ეკრანზე ჩანს კითხვები და მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს
თავიანთი მოწყობილობებიდან. ,,თამაშის’’ დასასრულს პროგრამა გვაძლევს შედეგის ანალიზს,
გამოიკვეთება ლიდერიც, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და უფრო ინტერესით ერთვებიან
აქტივობაში. ასეთი სახის სოციალური სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში ციფრული უნარების
განვითარებას, გამოიმუშავებენ დისკუსიაში ჩართვის უნარ-ჩვევებს. Kahoot-ში ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ ტექსტის გარდა ვიდეო, სურათი,
დიაგრამა.
აღნიშნული აპლიკაცია
ტრენინგის შემდგომ აქტიურად დაინერგა ჩვენს სკოლაში და გამოიყენება სასწავლო პროცესში...
No comments:
Post a Comment