სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლამ ესტონური პროექტის „ციფრული სკოლა-საქართველოს“ ფარგლებში ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები. თავდაპირველად მოხდა სელფის შევსება და ჯგუფის მიერ შეივსო მონაცემები:
1. კითხვარებისთვის განათლების საფეხურის შერჩევა;
2. საჭიროებას მოვარგეთ კითხვარები ;
3. შევარჩიეთ თარიღები და დავაგენერირეთ ბმულები.
1) ჩვენი სკოლის ციფრული პოტენციალის აღმოსაჩენად დავრეგისტრირდით ,,SELFIE''- ს გვერდზე.
(სელფი უფასო, მომხმარებელზე მორგებული ინსტრუმენტია, რომელიც სკოლებს ეხმარება გაანალიზოს როგორ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლებისთვის. სელფი საშუალებას აძლევს სკოლებს მყისიერი სურათი დაინახონ ამჟამად სად არიან და შესაბამისად დანერგონ სამოქმედი გეგმა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად.
დამატებითი ინფორმაცია სელფის შესახებ იხილეთ სელფის პორტალზე https://ec.europa.eu/education/schools-go-digital_en)
2) ჩვენი გუნდის წევრებმა კვლევისათვის შარჩიეს კლასები, პედაგოგები.
3) დავაუწყეთ მშობლები იმის თაობაზე, რომ მოსწავლეებს მოუწევდათ კითხვარების შევსება ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
4) ,,SELFIE'' - ის გვერდზე ადმინისტრატორმა დააფიქსირა კვლევის თარიღი, ჩამოტვირთა კითხვარების ბმულები და გადააგზავნა შესაბამის ადრესატებზე (მოსწავლეები, მასწავლებლები, ლიდერები).
5) დაინიშნა 2 დღე სკოლაში მოსწავლეების კითხვარების შესავსებად (იყოს სრული დასწრება. მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარები). ასევე მასწავლებლებს და ლიდერებს გაეგზავნათ ბმულები ელექტრონული ფოსტით და შეავსეს კითხვარი.
6) ,,SELFIE'' -მ გვაჩვენა კვლევის (გამოკითხვის) საბოლოო შედეგი, რომელიც ჩამოიტვირთა.
7) padlet-ზე დავდევით ჩვენი სკოლის ქეისი. (იხ.ბმული) https://padlet.com/Eliza_Kukava/sg28jema1hsn
7) padlet-ზე დავდევით ჩვენი სკოლის ქეისი. (იხ.ბმული) https://padlet.com/Eliza_Kukava/sg28jema1hsn
No comments:
Post a Comment